вторник, 21 октября 2014 г.

IX დღე

21.10.2014 წელი

          დღეს დავამთავრეთ ინტელის სასწავლო კურსი, დავათვალიერეთ ჯგუფის მიერ  გაკეთებული პრეზენტაციები,გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. დღევანდელი დღე იყო საინტერესო და დასამახსოვრებელი.
    დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას.

воскресенье, 19 октября 2014 г.

VIII დღე

19.10.2014 წელი

       გავეცანით მოდულ 7-ს  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები. მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული  სწავლების წარმართვისათვის, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტზე მუშაობის  ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით.

    გამოვაქვეყნე ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მოსწავლის მიერ შექმნილი მასალები

 მოსწავლის მიერ შექმნილი ბუკლეტი

მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთი „ელექტროობის ისტორია“

მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთი „ჰიდროენერგია ენერგიის წყარო...“

вторник, 14 октября 2014 г.

VII დღე

14. 10. 2014 წელი

     გილოცავთ მცხეთობას!

   გავეცანით დიფერენციალური სწავლების მეთოდებს. განმავითარებელ შეფასებას და შეფასების სქემის ნიმუშებს.მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებების  გათვალისწინებას.
    გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს....

воскресенье, 12 октября 2014 г.

VI დღე

12.10.2014 წელი

    ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით მოდული 5-ის საკითხებს:


  •   გავეცანით პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს;
  • შევქმენით სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა;
  • როგორ ვიყენებთ გაკვეთილზე თვითშეფასების რეფლექსიის სქემას.

вторник, 7 октября 2014 г.

V დღე

07.10.2014 წელი.

     დღეს გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს.
    ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა და გამოქვეყნება.
    შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები.