вторник, 21 октября 2014 г.

IX დღე

21.10.2014 წელი

          დღეს დავამთავრეთ ინტელის სასწავლო კურსი, დავათვალიერეთ ჯგუფის მიერ  გაკეთებული პრეზენტაციები,გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. დღევანდელი დღე იყო საინტერესო და დასამახსოვრებელი.
    დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას.

воскресенье, 19 октября 2014 г.

VIII დღე

19.10.2014 წელი

       გავეცანით მოდულ 7-ს  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები. მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული  სწავლების წარმართვისათვის, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტზე მუშაობის  ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით.

    გამოვაქვეყნე ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მოსწავლის მიერ შექმნილი მასალები

 მოსწავლის მიერ შექმნილი ბუკლეტი

მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთი „ელექტროობის ისტორია“

მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთი „ჰიდროენერგია ენერგიის წყარო...“

вторник, 14 октября 2014 г.

VII დღე

14. 10. 2014 წელი

     გილოცავთ მცხეთობას!

   გავეცანით დიფერენციალური სწავლების მეთოდებს. განმავითარებელ შეფასებას და შეფასების სქემის ნიმუშებს.მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებების  გათვალისწინებას.
    გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს....

воскресенье, 12 октября 2014 г.

VI დღე

12.10.2014 წელი

    ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით მოდული 5-ის საკითხებს:


  •   გავეცანით პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს;
  • შევქმენით სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა;
  • როგორ ვიყენებთ გაკვეთილზე თვითშეფასების რეფლექსიის სქემას.

вторник, 7 октября 2014 г.

V დღე

07.10.2014 წელი.

     დღეს გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს.
    ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა და გამოქვეყნება.
    შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები.     

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

   



 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

вторник, 30 сентября 2014 г.

IV დღე

30.09.2014 წელი

    განვსაზვრეთ ჩვენი პროექტის მიზანი, სტანდარტები და ინდიკატორები ესგ-ს გათვალისწინებით.

   პროექტის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.

   შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩაჩო და დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. გავეცანით შეფასების ფორმებსა და მეთოდებს. დავიწყეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციის შექმნა.

понедельник, 29 сентября 2014 г.

III დღე

 29.09.2014 წელი

    დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება, განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის შეფასების სქემები და მეთოდები. შრომატევადი და ნაყოფიერი დღე იყო.

воскресенье, 28 сентября 2014 г.

II დღე

     28.09.2014 წელი

    განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.

ვისაუბრეთ:

  • ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გააზრებაზე.
  • შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად.
  • პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.

I დღე

     26.09.2014 წელი
  
   ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა საინტერესო და მნიშვნელოვანია ყველა პედაგოგისათვის.


  • პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა.
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება კი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების, წახალისებისა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.